ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მოადგილე ლევან ლიპარტელიანთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან და თავმჯდომარის მოადგილეებთან ერთად, სოფელ ყარიშსა და წანაშში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
სოფელ ყარიშში აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის, საყრდენი კედლისა და სანიაღვრე არხის, ხოლო სოფელ წანაშში ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
პროექტის ფარგლებში: სოფელ ყარიშში გზის, საყრდენი კედლისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოების ღირებულება 160 877 ლარს შეადგენს; სოფელ წანაშში მიმდინარე სამუშაოების ბიუჯეტი 203 860 ლარია.
ორივე პროექტი ფინანსდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, რაც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის განვითარებას და სოფლების კეთილმოწყობას.





