
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე მევლუდ ლიპარტელიანი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა მოისმინეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ლაშა ბენდელიანის ანგარიში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.


