ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის აკადემიის საფეხბურთო სკოლას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა, ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ოლიმპიური მომზადების ცენრის დირექტორმა ოლეგ გულბანმა და „დინამო თბილისის“ აკადემიის დირექტორმა ლევან გვანცელაძემ მოაწერეს.
საფეხბურთო სკოლის ფუნქციონირება მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაციას, 6-12 წლამდე ასაკობრივი გუნდების შექმნას და ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენას.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ადგილობრივი მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლება, სამწვრთნელო მეთოდოლოგიის დანერგვა, შიდა და საერთაშორისო ტურნირებსა თუ საფეხბურთო ფესტივალებში მონაწილეობის მიღება.
შეხვედრის ფარგლებში, ,,დინამო თბილისის აკადემიის საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლებმა, ლენტეხის საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებს მასტერკლასის ფორმატში გაკვეთილები ჩაუტარეს. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა პროფესიონალებისგან მიიღეს პრაქტიკული რჩევები, გაიღრმავეს
ტექნიკური და ტაქტიკური უნარები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, პროექტის მენეჯერი გია ისიანი, პროექტის მთავარი მწვრთნელი ლაშა ჭაღიაშვილი, რეგიონის მთავარი კოორდინატორი პაატა გოცირიძე და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის სამსახურისა და ააიპ სასპორტო დაწესებულების ხელმძღვანელები.




