ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გაზდელიანის ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა, სადაც მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია განიხილეს
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც მომავალ წლებში განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარებას.
აღნიშნული მიმართულებები მოიცავს ეკონომიკურ ზრდას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი რესურსების ეფექტურად გამოყენებაზე, ტურიზმის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის გაძლიერებაზე,
და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე.
სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განვითარების ჩარჩოს, რომელიც აერთიანებს როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ პრიორიტეტებს. მისი მიზანია არა მხოლოდ მოკლევადიანი შედეგების მიღწევა, არამედ მდგრადი და გრძელვადიანი პროგრესის უზრუნველყოფა.




