დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მევლუდ ლიპარტელიანი უძღვებოდა.
სხდომაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა წარადგინა ანგარიში, 2025 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებულ უსახურ შენობებთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ და ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წელს დაგეგმილ სამუშაოებზე.
კომისიის წევრებმა, ასევე, იმსჯელეს ამორტიზებული შენობა-ნაგებობების მიმართულებით უსაფრთხოების პრევენციული ზომების გატარების აუცილებლობაზე.

