ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მედიკო ხვისტანი სარეიტინგო ტურნირში ძიუდოში გოგონებს შორის პირველი ადგილის მფლობელს, ნანუკა ონიანს და მის მწვრთნელს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა ახალგაზრდა სპორტსმენს გამარჯვება პირადად მიულოცა, მომავალ სპორტულ ასპარეზობებზე წარმატებები უსურვა და მიღწეული შედეგისთვის სიმბოლურად სიგელი და ფულადი პრიზი გადასცა.
მერმა მადლობა გადაუხადა მწვრთნელსაც და აღნიშნა, რომ სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.
29 იანვარს, ქალაქ თბილისში გამართულ სარეიტინგო შეჯიბრზე ძიუდოში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანების ჟახუნდრის სექციის აღსაზრდელმა, ნანუკა ონიანმა, გოგონებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა.



