ლენტეხის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
დასასრულს უახლოვდება ლენტეხის სპორტკომპლექსის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარე პროცესს მონიტორინგის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილე ლევან ლიპარტელიანთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა კარ-ფანჯრების მონტაჟი, კედლების შელესვა, ეზოს კეთილმოწყობა, წყალსადენისა და გარე კანალიზაციის სისტემების მოწყობა, გათბობა-ვენტილაციისა და ელექტროინსტალაციის სამუშაოები.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის თანამედროვე და კომფორტული გარემოს შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას სპორტში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.


