ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკურტირების ლენტეხის მუნიციპალური განყოფილების ხელმძღვანელმა კობა გუგავამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული საქართველოს „ეროვნული გმირის“ ალეკო ონიანის ხსოვნას მის მშობლიურ სოფელ ჟახუნდერში პატივი მიაგეს და საფლავი გვირგვინით შეამკეს.
ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.



