ნინო ლიპარტელიანი ბრიტანული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი გახდა!
ლენტეხის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ნინო ლიპარტელიანი, ბრიტანული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი გახდა და 14 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა.
სტიპენდია ნინოს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, განათლება საერთაშორისო დონის უნივერსიტეტში მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტს ბუკინგემის უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება. რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დიპლომთან ერთად, ბუკინგემის უნივერსიტეტის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ხარისხსაც მიიღებენ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნინოს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს, რომ მისი მონდომება და შრომა მომავალშიც ნაყოფიერი იყოს.


