ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზვიად ლობჟანიძემ სოფელ ხერიაში, მდინარე ცხენისწყალზე და სოფელ ჩუკულში, ნაკიშერის უბანში, მდინარე ფიშყორზე რეაბილიტირებული ხიდები დაათვალიერა.
ზვიად ლობჟანიძე დეტალურად გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობას, რომელიც ხიდების მოწყობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 132 255 ლარია, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდიდან დაფინანსდა.




