ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მოადგილე ზვიად ლობჟანიძესთან ერთად, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში იცვლება კარ-ფანჯარა, იატაკი, შიდა კიბეები, ხდება კედლების შელესვა-შეღებვა და სველი წერტილების მოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 231 377 ლარს შეადგენს.




