ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მსჯელობის მიზნით, სამუშაოების შემსრულებელ მეწარმეებსა და საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი და მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე.
შეხვედრაზე განხილული იყო მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა, შესრულების ხარისხი და ვადები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაბა ლენტეხში, ჯოკია მეშველიანის სახელობის სკვერის მოწყობის სამუშაოებს, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ურბანული განვითარებისთვის, ასევე მოსახლეობის კომფორტული გარემოთი უზრუნველყოფის კუთხით.
აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა პროექტი ხორციელდება მაღალი ხარისხის და დადგენილი სტანდარტების სრული დაცვით.





