დღეს, ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის სცენაზე ინტეგრირებული სახელმწიფო თეატრის – „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლი ,,ჰელადოსი” გაიმართა.
დასი პროფესიონალ ხელოვნებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 21 მსახიობს აერთიანებს.
წარმოდგენა ივანე გაბრუაშვილის რეჟისურით, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა.
თეატრალურ წარმოდგენას ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, დაბა ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქურასბედიანი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





