სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, 2025 წლის მცირე გრანტების კონკურსში („ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“)გამარჯვებული გახდა საინიციატივო ჯგუფი“სვანეთის შვილები”.
პროექტის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდებარე გურამ გუგავას სახელობის სპორტკომპლექსი სრულად აღიჭურვა სპორტული ინვენტარით, რაც ადგილობრივ ახალგაზრდებს, შესაძლებლობას მისცემს ივარჯიშონ, როგორც მოყვარულ, ისე პროფესიულ დონეზე.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სპორტული ინვენტარი დაათვალიერა.




