დღეს, ლენტეხის ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის სტადიონზე,
რაგბის შიდა ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალი კლუბ ,,ამარანტების” ორგანიზებით 2013-2014 წლებში დაბადებულ მორაგბეთა შორის ჩატარდა, სადაც მონაწილეობა 3 ქართულ გუნდთან ერთად უკრაინის მორაგბეთა გუნდმაც მიიღო.
სარაგბო ფესტივალს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილეებთან მარადი ლიპარტელიანთან, ზვიად ლობჟანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ფესტივალის დასასრულს სარაგბო გუნდების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. მორაგბეებს მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.



