სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეა!
დღეს, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მსვლელობა გაიმართა. მსვლელობას შეუერთდა მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი.
დილიდან ლენტეხის დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის შემდგომაც მოქალაქეებმა სასულიერო პირებთან ერთად მსვლელობით შემოიარეს ლენტეხის ცენტრალური ქუჩები.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებას ულოცავს ოჯახის სიწმინდის დღეს, უსურვებს სიმტკიცეს, ერთობას და სიყვარულს.







