რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ლენტეხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ ყარიშში, შიდა სასოფლო გზაზე დაიგო ბეტონის საფარი და რკინა-ბეტონის ცხაური მოეწყო.
დასრულებული სამუშაოები მონიტორინგის მიზნით, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბერდია ჩანქსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გაზდელიანმა და მერის მოადგილემ ზვიად ლობჯანიძემ მოინახულეს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს ,,აემ ჯგუფმა’’, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულება 48, 290 ლარს შეადგენდა.






