სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინი სტადიონებისა და სპორტული დარბაზების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზვიად ლობჯანიძემ და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გულბანმა, მონიტორინგის მიზნით, რცხმელურისა და ხოფურის მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოები მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სარბენი ბილიკის, კედლის ამაღლების, გარე განათების მოწყობა და სპორტული ინვენტარის შეძენა.
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ,,გლობალმშენი’’. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 108, 258 ლარს შეადგენს.







