ქ. ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი კონკურსი ,, Wonderland- From Georgia With Love 2024″, სადაც მონაწილეობდნენ როგორც საქართველო , ასევე ლატვია, ყაზახეთი, უკრაინა, გერმანია, ისრაელი , ლიტვა, სომხეთი.
ფესტივალ-კონკურსზე მიწვეული იყო ლენტეხის სამხატვრო სკოლა და მონაწილეობა მიიღო 41 მოსწავლემ.
ლენტეხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მათი უნიკალური შემოქმედებითი ხედვითა და დაუღალავი შრომით ფესტივალზე წარმოადგინეს პროფესიონალური, ორიგინალური და გამორჩეული ნამუშევრები, რომლებმაც მათ აღიარება და პატივისცემა მოუტანა.
ჟიურის გადაწყვეტილებით უმაღლესი შეფასება, 41 პირველი ადგილი მედლითა და თასით მიაკუთნეს ლენტეხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ლენტეხის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ამ წარმატებას და ვიმედოვნებთ მომავალშიც არაერთხელ გიხილავთ გამარჯვებულთა შორის.