მარტოხელებს საშეშე მასალა გადაეცათ

✅ ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებსა და მარტოხელებს, მუნიციპალიტეტის მერის გია ონიანის ინიციატივითა და მერიის ფინანსური მხარდაჭერით საშეშე მასალა გადაეცათ.
✅ საშეშე მერქნის გადაცემის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი გულბანი ადგილზე გაეცნენ.
✅ შეშით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის ეტაპობრივად გაგრძელდება.