
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ-მარადი ლიპარტელიანმა, მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა მედიკო ხვისტანმა, თავდაცვის სამინისტროს, დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სერჟანტმა თორნიკე გასვიანმა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკურტირების ლენტეხის მუნიციპალური განყოფილების ხელმძღვანელმა კობა გუგავამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული საქართველოს „ეროვნული გმირის“ ალეკო ონიანის ხსოვნას მის მშობლიურ სოფელ ჟახუნდერში პატივი მიაგეს და საფლავი გვირგვინით შეამკეს.