

3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, მერის პირველმა მოადგილემ მარადი ლიპარტელიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გმირი შვილების დედებს და ასაკოვან მრავალშვილიან დედებს, ყვავილები, სასურსათო პაკეტები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.