ლენტეხში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
თენგიზ გაზდელიანის სახელობის ცენტრალურ მოედანზე, გამარჯვების მემორიალთან, წარმოდგენილი იყო კულტურული პროგრამა, ლენტეხის სალოტბაროს სკოლის მოსწავლეების, ანსამბლ ,, ლაშხეთის” და ანსამბლ ,,სვანეთის შვილების” მიერ, ასევე გამოფენილი იყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული თემატური ნამუშევრები.
ღონისძიებას დაესწრო, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე მოსახლეობა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.







