,,ბედნიერია ის, ვისაც მამულისთვის უძგერს გული!’’
22 ივლისი, სამშობლოს თავისუფლებას შეწირული გმირის, ემზარ ონიანის დაბადების დღეა!
საქართველოსთვის დაბადებული ვაჟკაცის სახელის უკვდასაყოფად, ,, რაჭა- ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბერდია ჩანქსელიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა, სამხედრო აღღიცხვის, გაწვევისა და რეკურტირების ლენტეხის მუნიციპალური განყოფილების ხელმძღვანელმა კობა გუგავამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, დღეს, მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ემზარ ონიანი დაიბადა 1963 წლის 22 ივლისს, ლენტეხის რაიონის სოფელ ლუჯში. 1980 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. მონაწილეობას იღებდა ქ. გაგრის დაცვაში, სადაც სოფელ კოლხიდაში თავგანწირული ბრძოლით 28 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე გადაარჩინა.
შემდეგ მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონის ბრძოლებში. მტერს არ დანებდა ნამდვილი ვაჟკაცი, როცა მას აფხაზები დანებებას სთავაზობდნენ, ბოლომდე ღირსეულად იბრძოლა და 1992 წლის 28 ნოემბერს, სოფელ კოჩარის განთავისუფლების დროს გმირულად დაიღუპა.
თავდაპირველად, ემზარ ონიანის ცხედარი ერთ-ერთ აფხაზ მებრძოლს სოფელ ჯგერდაში საკუთარი მამის გვერდით დაუკრძალავს. შემდეგ კი მისი ცხედარი, სხვა მებრძოლებთან ერთად, საქართველოში გადმოასვენეს და დაასაფლავეს ლენტეხში, სოფელ სასაშში.
დაჯილდოებულია სახელმწიფოს საბრძოლო უმაღლესი ჯილდოთი – ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. ემზარ ონიანის სახელს ატარებს სოფელ სასაშის საშუალო სკოლა.
უფალმა გაანათლოს სამშობლოსათვის თავგანწირული ვაჟკაცის წმინდა სული, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაეცა. მისი სახელი ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.





