,,თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგებს, მშობლებს და განსაკუთრებით პირველკლასელებს, მინდა ,მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება. გისურვებთ, ამ სკოლაში გატარებული წლები თქვენთვის ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო. განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარები. მინდა თითოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო.“
ღონისძიებას Რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, მედიკო ხვისტანი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი ქარდავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.







