ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ეთერ ლიპარტელიანი 2025 წლის საუკეთესო ქალ ძიუდოისტად დაასახელა.
ეთერი პირველი ქართველი ქალი სპორტსმენია საქართველოს სპორტის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტის აღიარება მოიპოვა.
უმაღლესი ჯილდო ეთერ ლიპარტელიანის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენილი განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობისა და წარმატებების დამსახურებაა.
ვულოცავ ეთერს ამ აღიარებას და ვუსურვებ მას ახალ პროფესიულ მწვერვალებსა და გამარჯვებებს საქართველოს სახელით.


