
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სასაშის თემის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ქვემო სვანეთის მხარეში დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობის საკითხები განიხილეს.

სამინიტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას ქვემო სვანეთის ეროვნული პარკის შექმნისთვის აუცილებელი წინასწარი კვლევების შედეგები და დაცული ტერიტორიების კატეგორიები გააცნეს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის თემების წევრებთან შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ლეჩხუმის ეროვნული პარკის და ხვამლის აღკვეთილის შესაქმნელად მომზადებული ფართობები წარმოადგინეს.