ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა სასოფლო გზების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ გულიდაში გზის რკინა ბეტონის საფარით და საგზაო ზღუდარების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
დასრულებული სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბერდია ჩანქსელიანმა , ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გაზდელიანმა და დაბა ლენტეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქურასბედიანმა დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში სოფელ გულიდაში 476 მეტრი სიგრძის ბეტონის საფარიანი გზა მოეწყო.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 193 382 ლარი შეადგინა და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.





