რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერში, ეროვნული გმირის – ალეკო ონიანის ხსოვნას პატივი მიაგო და გმირის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
დღესვე, ალეკო ონიანის ხსოვნის პატივსაცემად, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების, ასევე ადგილობრივი და მესტიის გუნდების მონაწილეობით, მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში პირველი ადგილი მე-3 ქვეითი ბრიგადის (შინდისის) გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები სოფელ ლენჯერისა და ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის გუნდებმა დაიკავეს.
ბომბარდირის თასი – „ოქროს ბუცი“ მინდია კოპალეიშვილს გადაეცა.



