
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ-მარადი ლიპარტელიანმა, მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა მედიკო ხვისტანმა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკურტირების ლენტეხის მუნიციპალური განყოფილების ხელმძღვანელმა კობა გუგავამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის საფლავი მის მშობლიურ სოფელ ჟახუნდერში ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ვაჟკაცის ხსოვნას პატივი მიაგო.