22 თებერვალს, 11 საათზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტი, კურორტ ,,მუაშში’’ ზამთრის სპორტის სახეობა-,,ბიატლონში ”გამართულ შეჯიბრს უმასპინძლებს.
შეჯიბრში მონაწილეობას ადგილობრივი და სახვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული სპორტსმენები მიიღებენ.
ტურნირში გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა სახის ფულადი საჩუქრებით.
ტურნირის მხარდამჭერია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, ,,ბიატლონის”ეროვნული ფედერაცია, სსიპ ,,კურორტების განვითარების სააგენტო”.
დასწრების მსურველებს, ორი ახალი მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება. რომელიც, თენგიზ გაზდელიანის სახელობის ლენტეხის ცენტრალური მოედნიდან, მსურველებს დილის 10-ის ნახევრიდან მოემსახურება.