ლენტეხის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, რომელმაც ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ პედაგოგებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა.






