

დაბა ლენტეხში, ჯოკია მეშველიანის სახელობის სკვერის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გაზდელიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით პირველი სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, სკვერში მოეწყობა სასეირნო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, შადრევანი და საბავშვო ატრაქციონი.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 541 614 ლარს შეადგენს.


