
მიმდინარე პროექტი ასევე ითვალისწინებს დაბა ლენტეხის წყალმომარაგებას. მოსახლეობის წყალმომარაგება მოხდება არსებული 3 სათავე ნაგებობიდან თვითდენითი სისტემით. მიმდინარეობს უკვე არსებული და ახალი რეზერვუარების რეაბილიტაცია-მშენებლობა, დამატებით მოეწყობა საქლორატოროები და ბუსტერული ტიპის ტუმბო-აგრეგატები. არსებული წყალდენები ჩანაცვლდება ახლით. მოეწყობა 16კმ წყალმომარაგების ქსელი, SCADA სისტემა, აღრიცხვის კვანძები და მოხდება მოსახლეობის გამრიცხველიანება. დამატებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდ. ლასკადურაზე მოეწყობა ნაპირსამაგრი რკინა-ბეტონის კედელი.