
სოლომონ პავლიაშვილი და პაპუნა მარგველიძე სოფელ ცანაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებას გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, სვანეთში, სოფელ ცანაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებას გაეცნო.
სოფელ ცანაში, დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნიდან არსებობს, რომელიც 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა – დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.

საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლო წლებში, აქტიურად დაიწყო აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ისტორიული მნიშვნელობის პროექტი დაიწყო.