ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი სასპორტო სკოლების გაერთიანებისა და ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელ პირებს, მწვრთნელებსა და თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სპორტის სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებულ ვითარებას.
გიორგი გაზდელიანმა მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების მნიშვნელობასა და სპორტსმენთა წახალისების მექანიზმებზე ისაუბრა.
,,ლენტეხს აქვს დიდი სპორტული პოტენციალი, რომლის სრულად გამოყენება ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ წარმატებების მიღწევა”, – განაცხადა მერმა.
შეხვედრას ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქურასბედიანი ესწრებოდნენ.



