ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილე ლევან ლიპარტელიანთან ერთად, შპს „ზაისი და კომპანიის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო პრიორიტეტები.
გიორგი გაზდელიანმა ყურადღება გაამახვილა სამუშაოების ხარისხიან და ვადიან შესრულებაზე და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მზად ვარ აქტიურად ვითანამშრომლო თქვენთან. გვაქვს მრავალი გამოწვევა, თუმცა ამავე დროს — რესურსი, რომ ეფექტიანად და წარმატებით ვიმუშაოთ ერთად. მთავარია, სამუშაოები შესრულდეს ხარისხიანად და დადგენილ ვადებში,“ — აღნიშნა გიორგი გაზდელიანმა.


