ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს შეეხო.
მერმა ელჩს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომლის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილ იქნა ტრაქტორი და აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯები ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების გაძლიერებას.
ლენტეხის მერიაში გამართულ შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და ადგილობრივის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.





