ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანი მერიის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების შესრულების პროცესი და არსებული გამოწვევები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნაზამთრალი ქუჩების, ტროტუარებისა და ბორდიურების გაწმენდასა და მოწესრიგებას. დაევალა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს აღნიშნული საკითხის მოგვარება და განისაზღვრა შესრულების ვადები.
ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანია ეფექტიანი მართვა, პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილება და სამუშაოების შესრულების კონტროლის გამკაცრება, რათა მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტები დროულად და შედეგიანად განხორციელდეს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, მერის მოადგილეები მარადი ლიპარტელიანი და ლევან ლიპარტელიანი.


