დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს 18 ივნისს მომხდარი სტიქიის მიერ მიყენებული ზიანისა და ზარალის შეფასება და დათვლა.
პარალელურად, ინტენსიურად რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.
ამ დროისთვის გზა გამავალია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის.
შეგახსენებთ რომ, 18 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში ცაგერი-ლენტეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები გამოიწვია.







