სტიქია

გადაუღებელი წვიმების შედეგად, დღეს ჩოლურ-ლაშხეთის  საზღვარზე,  ადიდდა მდინარე ხეშკურა და მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ჭველფი-ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის ორივე  ბურჯთან მისასვლელი გზა წაიღო, რის გამოც აღნიშნულ ხიდზე გადაადგილება შეუძლებელია.

პრობლემების მოსაგვარებლად, ადგილზე იმყოფებიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებულის  მოადგილები – გიორგი მაქარაშვილი და ლასა ჭიჭინაძე.

მობილიზებულია საჭირო  ტექნიკა და ამ წუთებში მიმდიანრეობს მდინარის კალაპოტის გაწმენდა და გზის აღდგენითი სამუშაოები.