ახალი ეკონომიკური აქტივობებისა და ახალგაზრდობის სტიმულირების მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბერდია ჩანქსელიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზვიად ლობჟანიძემ, დაბაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები – სპორტკომპლექსის სრული სარეაბილიტაციო და დაბაში სოფელ გაღმა ლექსურაში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
სპორტკომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, განხორციელდა კარ-ფანჯრების მონტაჟი, კედლების შელესვა, ეზოს კეთილმოწყობა, წყალკანალიზაცია, გარე კანალიზაცია, გათბობა-ვენტილაცია და ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები.
სამუშაოებს შ.პ.ს ,,აბსოლუტპლუსი’’ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულება 479, 770 ლარია.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის
დაფინანსებით ხორციელდება.
ასევე, დასასრულს უახლოვდება სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს ,,გლობალმშენი” ასრულებს, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულება 139 489,81 ლარს შეადგენს.
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი განვითარება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.