ლენტეხში შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სპექტაკლი „იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ“ გაიმართა
ჯოკია მეშველიანის სახელობის ლენტეხის კულტურის სახლში შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დასმა მაყურებელს სევდიანი კომედია „იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ“ წარუდგინა.
სპექტაკლს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.



