31 მაისს, დილის 8:00 საათზე, ქვემო სვანეთში — ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაყში და სკალდის მთაზე 9:00 საათზე, ფაყობა–სკალდობის ტრადიციული სახალხო რელიგიური დღესასწაული გაიმართება.
დღესასწაული მრავალფეროვან პროგრამას მოიცავს და აერთიანებს რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. მონაწილეები დაესწრებიან წირვა-ლოცვას, გაეცნობიან სვანურ ფოლკლორსა და ტრადიციებს.
სოფელ ფაყში დაგეგმილია კულტურული პროგრამა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება…

