ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში შემავალ ყველა ბაღს საგანმანათლებლო რესურსი შეუძინა.
საბავშვო ბაღებს მრავალფეროვანი სათამაშოები და შემეცნებითი წიგნები გადაეცათ, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვების ფიზიკურ, ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებას.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სკოლამდელი აღზრდის პროცესის კიდევ უფრო ეფექტიან და მრავალფეროვან გახდომას, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენი მომავალი თაობის სწორად ჩამოყალიბების საქმეში.
რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილემ ბერდია ჩანქსელიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გაზდელიანმა და მერის მოადგილეებმა პატარებს საჩუქრები პირადად დაურიგეს და გაახარეს.
„სათამაშოების შესყიდვისას გავითვალისწინეთ არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემატიკა და ასაკობრივი კატეგორიები. მნიშვნელოვანია, რომ შეძენილი ინვენტარი აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მასალით არის დამზადებული,“ -გია ონიანი.