დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს მოწესრიგებასა და მოსახლეობისთვის უფრო სუფთა და უსაფრთხო სივრცის შექმნას.
აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა მიიღო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა და ა(ა)იპ-ის წარმომადგენლებმა.
აქციის ფარგლებში განხორციელდა სკვერების, ქუჩების, სხვადასხვა ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასაფლაოებისა და სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური, ასევე სოციალური თვალსაზრისით.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია მსგავსი ტიპის აქციების განხორციელებას რეგულარულად გეგმავს, რათა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობა და შენარჩუნდეს სისუფთავე.
მუნიციპალიტეტი ასევე, მოუწოდებს მოსახლეობას აქტიურად ჩაერთონ მსგავს აქტივობებში და ერთობლივი ძალისხმევით იზრუნონ საკუთარ გარემოზე.



