საქართველოს ჩემპიონატი

საქართველოს ჩემპიონატი ლენტეხში!
➡03-07 აგვისტოს ლენტეხის მუნიციპალიტეტში ჩატარდება საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი სწრაფ და რთულ ცოცვაში
➡ჩატარების ადგილი : ლენტეხის სპორტდარბაზი.
➡შეჯიბრება ტარდება საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროსა და ლენტეხის მერიის დაფინანსებით.
➡პროგრამაშია ორი სახეობა; სწრაფი და რთული ცოცვა .
➡უფროსი ასაკი – (2007-2008) წელს დაბადებულთა შორის,
საშუალო ასაკი -(2009-2010)წელს დაბადებული,
უმცროსი ასაკი -(2011-2012)წელს დაბადებულები და უფრო პატარები მწვრთნელის რეკომენდაციით.
➡გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდებიან :
დიპლომებით, მედლებით, თასებითა და ფასიანი პრიზებით.
➡ასევე, შეჯიბრზე გათამაშდება სპორტის დამსახურებული ოსტატის, გამოჩენილი მთამსვლელის, მრავალი თაობის აღმზრდელის, ალიოშა გაზდელიანის სახელობის პრიზი!