ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველკვირეული სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი უძღვებოდა.
თათბირს ესწრებოდნენ მერის მოადგილეები და სამსახურის ხელმძღვანელი პირები.
სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა მომავალში განსახორციელებელი სამუშაოები, საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში დაგეგმილ პროექტებსა და ახალ ინიციატივებს.
ხელმძღვანელ პირებს დაევალათ, რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მოქალაქის პრობლემებისა და წინადადებების დროულად განხილვასა და რეაგირებას.