

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი.
სხდომაზე ცვლილება შევიდა:
1. ,საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების შესახებ“ 2025 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
2. ,,2025 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 თებერვლის ბ-97.97250511 განკარგულებაში.
3. ა(ა)ი. პ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის 2025 წლის გეგმა-პროგრამაში.
მოსმენილი იქნა:
1.მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მოსაკრებლის ადმინისტრირების და კონტროლის განყოფილების ინფორმაცია მიმდინარე წელს დასუფთავების მოსაკრებლის და სხვა ადგილობრივი შემოსავლების ამოღების შესახებ.
2. ა(ა)ი.პირის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ანგარიში მიმდინარე წელს გაწ ეული მუშაობის შესახებ.
3. მერის პირველი მოადგილის ინფორმაცია ლენტეხის მუნიციპალიტეტში ზამთრისწინა მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.
განხილული იქნა:
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი.
