



ლენტეხის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა
საკრებულოს წევრების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე აირჩიეს- დავით პირველი.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე- ხუტა მუკბანიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციაზე ირაკლი ქურასბედიანი და მარეხი ონიანი.
ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე დარეგისტრირდა ორი ფრაქცია:
1. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ფრაქციის თავმჯდომარე, იაკობ გაზდელიანი.
2. ფრაქცია – “ხალხის ძალა” – თავმჯდომარე სოსო ავალიანი.
განისაზღვრა და დამტკიცდა მუდმივმოქმედ კომისიებში კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.
საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილების შედეგად კომისიების თავმჯდომარეების პოზიციებზე განისაზღვრნენ:
საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ- ელდარ ლიპარტელიანი;
სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ- თორნიკე გასვიანი;
სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ- მევლუდ ლიპარტელიანი;
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ცირა ლიპარტელიანი;
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – დათო ფურელიანი.


